ხაშურში, თითქმის ყველა ქუჩაზე ნაგვის ურნები ბაღებიდან გამოტანილი ნარჩენებით არის სავსე.
როგორც ირკვევა, მოსახლეობა ბალახებს, ფოთლებს, დიდი ზომის ხის ტოტებს ურნაში ყრის, რის გამოც საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის ადგილი აღარ რჩება.
“მოსახლეობას ვერ შევაგნებინეთ, რომ ბაღებიდან გამოტანილი ნარჩენები – ბალახი, ფოთოლი, ხის ტოტები ნაგვის ურნაში არ ჩაყარონ და დადონ ურნის გვერდით. ჩვენ სამსახურს ჰყავს სპეციალური ავტომანქანა, რომელიც შემდგომ მივა და ამ ნარჩენბს გაიტანს, თუმცა მოსახლეობა ჯერ ამ შეგნებამდე ვერ მივიდა, რომ ასე მოიქცეს ამბობს”, – ივანე პაპიაშვილი.
შექმნილი მდგომარეობით მოქალაქეებიც უკმაყოფილოები არიან, რადგან ხშირად საყოფაცხოვრებო ნარჩენების ჩასაყრელად ცარიელ ნაგვის ურნას საკუთარ ქუჩაზე ვერ პოულობენ.