ახალი ამბები

“მაგარი სი*ები ხართ” – შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი თბილისში გამართულ აქციაზე 

შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, კახა სამხარაძე თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, მრავალათასიან აქციაზე მყოფი ადამიანები “ქვეყნის მტრები” არიან. 

სამხარაძემ პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

“გუშინ ვფიქრობდი დამეწერა, რომ ხვალ აქციაზე გასვლას თუ აპირებთ, ნუ დაუშვებთ შეცდომას, მაგრამ ვიფიქრე, მე ჩემს თაობაზე მაქვს აქცენტი, რომ ჩემმა თაობამ ბევრი ჭირ-ვარამი გადავიარეთ და ყველაფერი სწორად შევაფასეთ და იმედი მქონდა, რომ თქვენ შვილებს, გვერდზე მდგომებსაც შეუძახებდით შეცდომა არ დაეშვათ! მე არ ვიცი ვინ როგორ მოიქცა, მაგრამ დღეს იქ ვინც მივიდა, მე ისევ ვიმეორებ ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი სი*ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გაგცეთ მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ, ვისაც გეტკინათ“, – წერს კახა სამხარაძე.

ინფორმაციისთვის, 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია “შინ ევროპისკენ” გამართა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.