ნუგზარ სხირელის სახელობის სკოლის მოჭიდავეებმა ბუქარესტში გამართულ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვეს – ინფორმაციას ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ჩემპიონატიდან საერთო ჯამში 6 მედალი ჩამოიტანეს, საიდანც ოთხი გორელმა სპორტსმენებმა მოიპავეს.
“ვერცხლის მედლები ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა (45 კგ) და გოგა ოთინაშვილმა (65 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლები კი საბა ღამბაშიძემ (55 კგ) და ნიკოლოზ მაისურაძემ (71 კგ)”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დატოვეთ კომენტარი