სტატიები

ხაშურის ტურისტული ცენტრი, რომელზეც 64 000 ლარი დაიხარჯა, 2 წელია არ მუშაობს

ქარელის მსგავსად, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი უფუნქციოა ხაშურშიც. 2020 წელს, ცენტრის ასაშენებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან მერიამ 64 000 ლარი დახარჯა. 

ამავე თემაზე: ქარელის ტურისტული ცენტრი, რომლის აშენებაზე 40 000-მდე ლარი დაიხარჯა, ისევ არ ფუნქციონირებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხაშურის საკრებულოდან ეკა პაპუაშვილი გვიყვება, რომ ეს შენობა ერთხელ გაიხსნა და ისიც, როგორც საარჩევნო უბანი. 

“აბსოლიტურად გაუმართლებელო ხარჯია, რადგან მესამე წელია აშენებულია და არ ფუნქციონირებს. ერთხელ გახსნეს, გასულ წელს თვითმართველობის არჩევნებზე და საარჩევნო უბანი ჰქონდათ იქ გაკეთებული”. – ამბობს ეკა პაპუაშვილი.

სამოქალაქო აქტივისტი ზაზა მეზვრიშვილი ამბობს, რომ ცენტრის აშენება ტურისტული საჭიროება კი არა, უბრალოდ მაშინდელი გუბერნატორის მითითება იყო.

“ერთდროულად აშენდა ქარელშიც და ხაშურშიც და ეს იყო გიგი ხოჯევანიშვილის დავალება იყო. ააშენეს, მაგრამ მე ეგ ცენტრი ღია არასდროს მინახავს. მარტო არჩევნების დროს აღებენ”, – ამბობს ზაზა მეხრიშვილი.

ცენტრის 2-წლიან უფუნქციობას ადგილობრივი ხელისუფლება ამჟამად, ცენტრთან ახლოს მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებით ამართლებს. 

“ტურიზმის ცენრტის გახსნას ხელს უშლის შენობის მიმდებარედ მდებარე სკვერის რეაბილიტაცია. როგორც კი, ეს სკვერი მოწესრგდება, ჩვენ ცენტრს გავხსით”, – ამბობს მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის კონსტანტინე ფრუიძე.

მისი თქმით, ცენტრში ოთხი ადამიანის დასაქმება იგეგმება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი