“ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება და ჩვენი შვილების მომავალი, დღეს აუცილებლად უნდა მოვიდეს აქციაზე” – ამბობს საშურის საკრებულოს წევრი ენმ-დან ეკა პაპუაშვილი.
მისი ინფორმაციით, პარტიის რეგიონული ოფისი ორგანიზებულად არ მიდის აქციაზე, თუმცა ენმ-ის წევრები ინდივიდუალურად შეუერთდებიან აქციას.
‘ორგანიზებული წასვლა არ არის ჩვენი მხრიდან, მე პირადად ჩემი საკუთარი ტრანსპორტით მივდივარ, ძალიან ბევრი აპირებს ასევე თვითონ წამოსვლას, რადგან დღეს ისე, როგორც არასდროს, საჭიროა ერთიანობა, რათა ვერავინ ვერ შეძლოს საქართველოს და ქართველი ხალხის ისტორიული არჩევნის შეურაწყოფა და ჩვენი ქვეყნის ისევ რუსულ რელსებზე დაბრუნება. დღეს აუცილებლად უნდა დავანახოთ ევროპას, რომ ქართველ ხალხს სჭირდება ევროპული მომავალი. სასწრაფოდ უნდა დაიწყოს დეოლიგარქიზაციის პროცესი და ერთხელ და სამუდამოდ მოშორდეს ქვეყანას რუსი ოლოგარქის ხელის ბიჭების მართველობა.”
შეგახსენებთ, რომ დღეს, 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” ორგანიზებით აქცია სახელწოდებით “შინ ევროპისკენ” იმართება.