გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები დასრულდა. რესურს-ცენტრის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 67 სკოლიდან 3-ში მეორე ტური დაინიშნა.
“არჩევნები დასრულდა. დავაჯამეთ შედეგები. სამ სკოლაში ჩატარდება მეორე ტური. ეს სკოლებია გორის მეხუთე საჯარო სკოლა, ახალდაბის და ქვეშის საჯარო სკოლები. მეორე ტური უნდა ჩატარდეს 7 კალენდარულ დღეში”, – გვითხრა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო:
- 17 569 მასწავლებლიდან 1679 მასწავლებელმა
- 17 569 მშობლიდან 6 234 მშობელმა
ინფორმაციისთვის, სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. მის წევრებს მშობლები და პედაგოგები ირჩევენ. სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტსა და შინაგანაწესს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას. საბჭოს წევრები არიან სკოლის მასწავლებლები, მშობლები და საშუალო საფეხურის ერთი მოსწავლე.