გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგს პირველკლასელ მოსწავლეზე ფიზიკურ ძალადობას ედავებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელმა მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, ფანქარი ჩაარტყა თავში.
როგორც ცნობილია, სკოლამ აღნიშნულ საკითხზე შიდა მოკვლევა ჩაატარა და ძალადობის ფაქტი არ დაადასტურა, თუმცა პოლიციამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.
დატოვეთ კომენტარი