ქარელის მუნიციპალიტეტის მერი სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. ახალგაზრდებმა, რომლებიც ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეები არიან, შეხვედრაზე სასკოლო თვითმმართველობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
“მოსწავლეებმა მერს გააცნეს ახალგაზრდულ ფორუმზე ინიცირებული პროექტის „ძლიერი თვითმმართველობა წარმატებული სკოლისთვის“ მიზანი და განსახორციელებელი აქტივობები. ზაზა გულიაშვილი პროექტის მონაწილეებს აქტივობების განსახორციელებლად მხარდაჭერას დაპირდა”, – ამბობენ მერიაში.
შეხვედრას მასწავლებლებთან ერთად, რესურსცენტრის ხელმძღვანელიც ესწრებოდა.
“მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პროექტის მიზანი სასკოლო თვითმმართველობების გაძლიერებაა”, – გვითხრა ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა გიორგი კობახიძემ.
მან მოსწავლეებს სამეურვეო საბჭოების უფლებამოსილებასა და საარჩევნო პროცედურებიც გააცნო.
დღევანდელი შეხვედრა „საზოგადოება ბილიკის” ორგანიზებით ჩატარდა. სწორედ ეს ორგანიზაცია წარმართავს შიდა ქართლში რეგიონული ჰაბის საქმიანობას.