დღეს დაგეგმილ აქციას ხაშურის საკრებულოს წევრი პარტია “საქართველოდან” შოთა კურტანიძეც უერთდება.
“მიუხედავად პარტიის პოზიციისა, მე პირადად ვაპირებ წასვლას და წავალ კიდეც, რადგან მიმაჩნია, რომ მე, როგორც ერთმა რიგითმა მოქალაქემ, ჩემი მკაფიო პოზიცია დღეს უნდა დავაფიქსირო რუსთაველზე. ჩემთვის მთავარი ღირებულება არის ადამიანის თავისუფლება, ამის სრული გაგებით. შესაბამისად, პარტიულადაც შეზღუდულნი არც და ვერც ვიქნებით ჩვენს გადაწყვეტილებებში. ამ ღირებულებას სწორედაც პარტიაშიც უმნიშვნელოვანეს როლს ვანიჭებთ. რა თქმა უნდა, მივდივარ ჩემი ქვეყნის საუკუნოვანი არჩევანის დასაცავად. ჩვენ არ გვაქვს უფლება გადავუხვიოთ ილიას გზას”, – ამბობს შოთა კურტანიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” ორგანიზებით აქცია სახელწოდებით “შინ ევროპისკენ” იმართება.