გორის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელს ზ.ქ-ს მე-10 კლასელ ბიჭთან გარყვნილ ქმედებას ედავებიან.
სავარაუდო ძალადობაში დადანაშაულებული მასწავლებელი აღნიშნულ ფაქტს უარყოფს.
“სიცრუეა და აუცილებლად ვუჩივლებ ცილისწამების გამო ამ მოსწავლის ოჯახს. ნაციონალების მოწყობილი პროვოკაციაა”, – აცხადებს მასწავლებელი.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, პედაგოგი დროებით ჩამოშორებულია სასწავლო პროცესს.
“გამოძიების დასრულებამდე სხვა ვერაფერს ვიტყვით”, – ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება 141-ე მუხლით მიმდინარეობს.
დატოვეთ კომენტარი