გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან რუსი ოკუპანტები სათვალთვალო კოშკურას აწყობენ. ამ ინფორმაციას, ადგილობრივებთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ადასტურებს.
“მოზაიკა” ესაუბრა ხურვალეთში მცხოვრებ ქეთევან ფიცხელაურს. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტების ვადაადგილებას ბოლო 4 დღის განმავლობაში ამჩნევდა.
“ვხედავდით, რომ გადაადგილდებოდნენ. ბინოკლებით იყურებოდნენ აქეთ. აქ ყველას აშინებს მათი გამოჩენა, რადგან არ ვიცით, როდის რა აქვთ გეგმაში. მერე გავიგეთ, რომ სათვალთვალო კოშკურას აწყობენ”, – გვითხრა ფიცხელაურმა.
დატოვეთ კომენტარი