განტვირთვა

სად შევძლებთ სასიამოვნოდ დასვენებას უქმეებზე? – 3 ადგილი შიდა ქართლიდან

“დასვენების დღეები თითოეული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მათი კარგად გატარება იმასაც განსაზღვრავს, თუ რამდენად პროდუქტიულად დავიწყებთ სამუშაო კვირას”, – ამბობს შალვა ტლაშაძე და გვიზხიარებს იმ ადგილების სამეულს, რომლებიც შიდა ქართლში მდებარეობენ და სადაც უქმეების სასიამოვნოდ გატარება შეგვიძლია. 

ამავე თემაზე: რას ვნახავთ კასპში – 10 ტურისტული ადგილი მუნიციპალიტეტიდან

ამავე თემაზე: რას ვნახავთ გორის მუნიციპალიტეტში – 10 ტურისტული ადგილი


კავთისხევი

სოფელი მდებარეობს კასპის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 720 მეტრზე, მდინარე კავთურაზე. სოფელში გამორჩეულია ბუნებით და ისტორიული ძეგლებით. იქ შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც საოჯახო ტიპის, ისე მაღალბიუჯეტიანი სასტუმროების სერვისებით. კავთისხევისკენ მიმავალ გზაზე, ასევე გირჩევთ, ქვახვრელის გამოქვაბულის კომპლექსის მონახულებას, რომელიც მდებარეობს კლდეში ნაკვეთი ციხე-ქალაქ უფლისციხის მოპირდაპირე მხარეს. ქვახვრელის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი ქვიშაქვის კლდეშია გამოკვეთილი. კომპლექსში შედის კლდის სიღრმეში ნაკვეთი ეკლესია, კორიდორები, სადგომები, ასევე სამრეკლო, რომელიც გამოქვაბულის შესასვლელის თავზეა.

ქვიშხეთი

სოფელი მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 730 მეტრზე. სოფელი გამორჩეულია ბუნებით და სამკურნალო წყლებით. კურორტზე შეგიძლიათ ნახოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები:  აღდგომის ეკლესია, მთაწმინდის ეკლესია, ფერისცვალების ეკლესია, წმინდა გიორგის ეკლესია, წმინდა ელიას ეკლესია და ასევე დიმიტრი ყიფიანის სახლ – მუზეუმი. აქვე შეგიძლიათ მოინახულოთ ბულბულისციხე. ქვიშხეთი იყო ქართველი მწერლების და პოეტების საყვარელი კურორტი, სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ :კონსტანტინე გამსახურდია, გალაკტიონ ტაბიძე, ჯემალ ქარჩხაძე, გურამ დოჩანაშვილ. ქვიშხეთში, ისევე როგორც კავთისხევში, შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორ საოჯახო ტიპის, ასევე მაღალი კლასის სასტუმროს მომსახურებით.

კოდიწყაროს ტბა

ტბა მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 706 მეტრზე, სოფელ კოდიწყაროსთან, ღორინამკალის მთის ძირში. ტბასთან მდებარეობს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია. ტბიდან იწყება საფეხმავლო ბილიკი მთა ღორინამკალისკენ (ზღვის დონიდან 1706 მეტრი), საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები. 

დატოვეთ კომენტარი