გორში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონი შეძენა-შენახვასა და ტარების ბრალდებით 24 წლის მამაკაცი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ხ.მ. ერთობლივად დააკავეს.
“სამართალდამცველებმა, ხ.მ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, გადაჭრილი სანადირო თოფი – ე.წ. აბრეზი, კუსტარულად დამზადებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და 13 ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დანაშაული 3 -დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დატოვეთ კომენტარი