ახალი ამბები

ხაშურში კალიგრაფ დავით მაისურაძის გამოფენა და ლექცია ჩატარდება

ხაშურში, „ახალი ბანას“ სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის ტერიტორიაზე, კალიგრაფ დავით მაისურაძის ნამუშევრების გამოფენა, საჯარო ლექცია და მასტერკლასი მოეწყობა.

“18 ივნისს, შაბათს, 12:00 საათიდან, გიწვევთ კალიგრაფ დავით მაისურაძის ნამუშევრების გამოფენაზე, საჯარო ლექციასა და მასტერკლასზე დასასწრებად.

13:00 საათი – გამოფენის გახსნა ღია ცის ქვეშ;
14:00 საათი, „ახალი ბანას“ პავილიონი – დავით მაისურაძის საჯარო ლექცია თემაზე „ქართული კალიგრაფიის განვითარების ისტორია და თანამედროვეობა“;
15:00 საათი – მასტერკლასი გამოფენის სტუმრებისთვის;
17:00 საათი – გამოფენის დახურვა.

მუსიკალური მხარდაჭერა – ფატი სადაღაშვილი, ლაშა ხუციშვილი”, – ინფორმაციას ღონისძიების ორგანიზატორი გიორგი ჩუბინიძე ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, დავით მაისურაძე 2010 წლიდან ხელმძღვანელობს კალიგრაფიასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს რუსთავსა და ქვემო ქართლში. ქართულ კალიგრაფიას ასწავლის რამდენიმე სკოლაში, ატარებს კალიგრაფიის ვორქშოპებსა და კურსებს სხვადასხვა ასაკის ჯგუფებთან. უძღვება აგრეთვე კალიგრაფიის ონლაინ-გაკვეთილებს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.