ახალი ამბები

თამარ ზურაბაშვილი კულტურის სააგენტოში დაინიშნა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი თამარ ზურაბაშვილი, ააიპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში დაინიშნა.

“მოზაიკას” ინფორმაციით, ზურაბაშვილი ერთ-ერთ განყოფილებას უხელმძღვანელებს.

ზურაბაშვილმა მერიაში აღნიშნული თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები