ახალი ამბები

გარემოვაჭრეებმა დახლები 7 დღეში უნდა დაცალონ – გორის მერია

გორში, ქართლისა და გურამიშვილის ქუჩებზე გარემოვაჭრეებს უნებართვოდ განთავსებული დახლების და მსუბუქი კონსტრუქციებისგან ასაშლელად გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 7 დღიანი ვადა მისცა.

უწყების ინფორმაციით, მერიის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეებს, სამუშაოდ ალტერნატიული ფართები ქალაქის სხვადასხვა ბაზრებში შესთავაზეს, სადაც ისინი სპეციალური შეღავათებითაც ისარგებლებენ.

“გარევაჭრობისას, გარდა იმისა რომ ირღვევა კანონი, მახინჯდება ქალაქის იერსახე, ქუჩები ნაგვიანდება და გაუვალი ხდება. გადაადგილებისას პრობლემები ექმნებათ როგორც ფეხით მოსიარულეებს, ასევე სატრანსპორტო საშუალებებს და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას”, – განმარტავენ უწყებაში.

დატოვეთ კომენტარი