ანალიტიკა / გამოძიება

ერთი თვე სრულდება, რაც შიდა ქართლს გუბერნატორი არ ჰყავს

თითქმის ერთი თვეა, რაც შიდა ქართლის რეგიონი გუბერნატორის გარეშეა. ვალერიან მჭედლიძემ თანამდებობა 20 ივნისს დატოვა, 21 ივნისს კი, შიდა ქართლში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ახალ გუბერნატორს თვის ბოლომდე დანიშნავდა. 

“ძალიან მალე, თვის ბოლოს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მას შემდეგ “მოზაიკა” პრემიერ-მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს რამდენჯერმე ესაუბრა, თუმცა გუბერნატორის დანიშვნის თარიღი ამ დრომდე არ დაკონკრეტებულა. 

ამ დრომდე თანამდებობებზე რჩებიან ყოფილი გუბერნატორის მოადგილეები – ამ პოზიციებზე მუშაობას აგრძელებენ სიმონ გულედანი, აბელ აბესაძე და თემურ ხუბულური.

შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლში “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში 7 გუბერნატორი შეიცვალა:

  • 1. ზურაბ რუსიშვილი – 2013- 2016
  • 2. იოსებ ოქრომელიძე – 2016 – 2017
  • 3. კახა სამხარაძე – 2017-2018
  • 4. აკაკი მაჭუტაძე – 2018
  • 5. გიორგი ხოჯევანიშვილი – 2018 – 2020
  • 6. მამუკა საღარეიშვილი – 2021
  • 7. ვალერიან მჭედლიძე – 2021 – 2022
დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.