ახალი ამბები

დედას, რომელიც შვილს საჭმელს ვერ ყიდულობდა, გორელი ახალგაზრდები დაეხმარნენ

“იავნანაში წევს 37 წლის ქალბატონი, რომელსაც ჰყავს 5 თვის ბავშვი. არ აქვს ბავშვის საკვები, პამპერსი”, – ასე იწყებოდა მიმართვა, რომელიც გუშინ სოციალურ ქსელში, ახალგაზრდა ქალის და მისი შვილის დასახმარებლად გავრცელდა. 

პოსტის გამოქვეყნებიდან მალევე, კლინიკაში ახალგაზრდების ჯგუფი მივიდა და დედა-შვილს საკვები პროდუქტები და ჰიგიენის პირველადი ნივთები მიუტანა. 

“ამ პატარა ბიჭს და დედას სჭირდებოდა ჩვენი დახმარება და სხვანაირად ვერც მოვიქცეოდით. მოვედით და წამლები, საკვები მოვუტანეთ”, –  ამბობს გავრცელებულ ვიდეოში ბესო გოგაშვილი. 

როგორც გაირკვა, დედა-შვილს არ აქვს სახლი და შესაბამისად, არ იციან, კლინიკიდან გაწერის შემდეგ, სად იცხოვრებენ. 

ეტყობა, რომ ძალიან კარგი დედაა. სოციალური სამსახურიც ჩართულია და ცდილობენ, რომ კლინიკიდან გაწერის შემდეგ, თავშესაფარი ჰქონდეთ”, – ამბობენ კლინიკის თანამშრომლები. 

მათივე თქმით, “აქ ყველა მზად არის, ყველგან და ყველასთან დაამტკიცოს, რომ ეს ქალი არის ძალიან კარგი ადამიანი, დედა და იმსახურებს დახმარებას”. 

დედა-შვილს, პირველ რიგში, თავშესაფარი სჭირდება. 

დატოვეთ კომენტარი