ახალი ამბები

აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებებს აწერინებენ – რეორგანიზაცია გორის მერიაში

გორის ერიის უდიტის სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებების დაწერას სთხოვენ.  “მოზაიკას” ინფორმაციით, განცხადებების დაწერა სამსახურის ყველა თანამშრომელს, რეორგანიზაციის ოფიციალურად გამოცხადებისთანავე, მოსთხოვეს. 

აღსანიშნავია, რომ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა უკვე დატოვა სამსახურის უფროსმა, თამარ ზურაბაშვილმა. 

“პირადი განცხადების დაწერა არის ადამიანის გათავისუფლების საფუძველი, რაც ყველა დაქირავებულს უნდა ახსოვდეს. თუმცა იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ამ განცხადების იძულებით დაწერა, აუცილებელია, მოხდეს მოკვლევა, თუ რატომ, რა საჭიროებების გამო დაწერა ადამიანმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ პირადი განცხადება და სწორედ ამ მოკვლევის საფუძველზე მოხდეს მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება”, – ამბობს ქეთევან ბებიაშვილი, საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი. 

შეგახსენებთ, რომ 9 ივნისს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ბრძანების საფუძველზე, გორის მერიაში რეორგანიზაცია დაიწყო. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.