ახალი ამბები

ფრაქცია “გორი – საქართველოსთვის” მეჯუდას სანაპიროს გაწმენდას ითხოვს 

ფრაქცია “საქართველოსთვის” გორში მდინარე მეჯუდას სანაპიროს ნარჩენებისგან გაწმენდასა და ვიდეოკამერების დამონტაჟებას ითხოვს. 

ფრაქციის ერთ-ერთი წევრის, მაია ბოლაშვილის თქმით, აღნიშნული მოთხოვნა არაერთხელ გააჟღერეს კომისიებისა და საკრებულოს რიგით სხდომებზე, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია. 

“მდ.მეჯუდა მიედინება ქალაქის მჭიდრო ურბანულ ზონაში და მის სანაპიროზე გაშენებულია დასასვენებელი სკვერი, სადაც ასევე უხვადაა საამშენებლო-სამეურნეო ნაგვის ნარჩენები და გაშენებულ ნარგავებს, ასევე მოვლა-პატრონობა ესაჭიროება. ასეთი პირობები, როცა მდინარე და მისი მიმდებარე ტერიტორიები ნაგავსაყრელადაა ქცეული, საფრთხეს უქმნის, არა მხოლოდ იქ მცხოვრებ, არამედ ზოგადად ქალაქის მოსახლეობის ჯანმრთელობას და სკვერიც უფუნქციოდ რჩება”, – ამბობს ბოლაშვილი.. 

ფრაქციის წევრები ამბობენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღნიშნულ პრობლემაზე მყისიერი რეაგირება უნდა მოახდინოს და მდინარის გადასასვლელ ხიდზე “ჭკვიანი”კამერები დამონტაჟონ, ასევე ნაგვის უნებართვოდ დაყრისთვის შესამისი ჯარიმები აამოქმედონ. 

დატოვეთ კომენტარი