ახალი ამბები

„ბოდიში შექმნილი უხერხულობისთვის” – ხაშურის მერიის განცხადება

“ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს იხდის შექმნილი უხერხულობისთვის” , – ამ შინაარსის განცხადება უწყებამ ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა.

ხაშურის მერია ე.წ შუშის ქარხნის გადასახვევის მიმდებარე ხიდის რეაბილიტაციის და მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოეხმაურა.

“მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, შედგა კომუნიკაცია ხაშურის მუნიციპალიტეტის მერს, თენგიზ ჩიტიაშვილსა და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელს შორის. მიღებული ინფორმაციით, ხიდის რეაბილიტაცია დასრულდება სამ თვეში. სისტემატურ რეჟიმში წარიმართება შემოვლითი გზის დაზიანებული მონაკვეთების შევსება ნაფრეზი ასფალტო-ბეტონითა და ხრეშით. ხიდის რეაბილიტაციის შემდგომ კი შემოვლითი გზაც სრულად რეაბილიტირდება. ამ ეტაპზე შემოვლითი გზის სრულ რეაბილიტაციას აფერხებს ის გარემოება, რომ ამ შემთხვევაში გზა უკიდურესად დავიწროვდება და მისი ისედაც შეზღუდული გამტარუნარიანობა კიდევ მეტად შემცირდება”, – ვკითხულობთ ხაშურის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები