ახალი ამბები

გამყოფ ხაზთან ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან, კერძოდ, ზარდიაანთკარი-ხელჩუას მონაკვეთზე, ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.

“ოკუპანტები სოფლის სიახლოვეს ბოლო ორი დღეა მუშაობენ და უკანონო ინსტალაციებს აკეთებენ”, – ამბობს მოსახლეობა.

ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

“გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”, – აცხადებენ სუსში.

როგორც ცნობილია, მედიას გამყოფ ხაზთან მუშაობის საშუალებას პოლიცია არ აძლევს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები