ახალი ამბები

გორში პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

გორში პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები 2005 წელს დაბადებული გ.თ და 2003 წელს დაბადებული მ.ნ არიან. ისინი წარსულში ნასამართლევები არიან.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 8 ივნისს, ღამის საათებში, გორში, სუპერმარკეტების ქსელ „ლიბრეს“ ფილიალს ყაჩაღურად თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა სუპერმარკეტის მოლარესა და კონსულტანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ცივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, შემდეგ კი სუპერმარკეტიდან გაიტაცეს სეიფი მასში მოთავსებული 815 ლარით”, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვეთ კომენტარი