ხაშურის მუნიციპალიტეტის რაგბის მწვრთნელები და მორაგბეები ახალი სათამაშო მოედნის აშენებას ითხოვენ. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რაგბი ხაშურში ერთ-ერთი ცნობილი სპორტის სახეობაა, მორაგბეებს სათანადო პირობები არ აქვთ ვარჯიშისთვის.
„სრულიად შეუსაბამო პირობებია სტადიონზე არ არის საშხაპეები, გასახდელები, სპორტული ინვენტარი, გაუმართავია ინფრასტრუქტურა ასეთ რთულ პირობებში თამაში ძალიან რთულია. სწორედ ხაშურის ამ დანგრეულ სტადიონზე აღიზარდნენ ცნობილი მორაგბეები გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაიშვილი,რომლებიც ამჟამად ევროპის ცნობილ გუნდში ფრანგულ “რასინგში” თამაშობენ”, – ინფორმაციას ხაშურში,რაგბის პრობლემების შესახებ სპორტული გამოცემა “ხაშურის სპორტი” ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს რაგბის ფედერაციასთან სტადიონთან დაკავშირებით.