ახალი ამბები

„იქნებ გამოჩნდეს პატრონი” – მდგომარეობა ხაშურის ერთ-ერთ ქუჩაზე

ხაშურში, შინდარას დასახლებაში წვიმის დროს გზა იტბორება. მოქალაქეები ამბობენ, რომ გადაადგილება წვიმის შემდეგ, ფაქტობრივად შეუძლებელია.

„პუშკინის და ოსტროვსკის ქუჩებზე წვიმის შემდეგ ისეთი ამბავია, შეუძლებელია ფეხით გადაადგილდე. ამ ფოტოების ნახვის შემდეგ, იქნებ გამოგვიჩნდეს პატრონი, რომ ყოველი წვიმის შემდეგ, ბავშვებს გაცურვა არ მოუწიოთ სკოლამდე მისასვლელად”, – ამბობს ნინო ტალახაძე, რომელმაც დატბორილი ქუჩის ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები