გორში, მაღაზია “ლიბრეს” დაყაჩაღების ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. დაკავებულის მამა აცხადებს, რომ მისი უფროსი შვილი უმიზეზოდ დააკავეს, რადგან რეალურად, დანაშაული მისმა უმცროსმა შვილმა ჩაიდინა, რომელიც იმალება. თოდაძის თქმით, მან მისი უმცროსი შვილის ადგილსამყოფელი არ იცის.
“ნამდვილად უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა ჩემმა უმცროსმა შვილმა, მიმალვაშია, ნამდვილად არ ვიცი სად არის და რომ ვიცოდე, ჩემი ხელით ჩავაბარებდი პოლიციას. სამართალდამცველებმა ჩემი უფროსი ბიჭი დააკავეს სრულიად უმიზეზოდ, ნამდვილად არ იცოდა მან რას აპირებდა მისი ძმა და არაფერ შუაშია”, – აცხადებს ის.
შემთხვევა 3 დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვნებმა, მაღაზია “ლიბრე” დააყაჩაღეს, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ ქალ კონსულტანტებს, მათ შორის ერთ ორსულ ქალს.