ქარელელი მსახიობის გიორგი არადელი- იშხნელის 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ არადეთში.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მსახიობები და პოლიტიკოსები, მიწვეულ სტუმრებს შორის იყო შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე თემურ ხუბულური და ქარელის საკრებულოს დეპუტატი ვასილ ბაქრაძე. შეხვედრა მოეწყო კინომცოდნე გოგი დოლიძის ორგანიზატორობით.
“არადელი-იშხნელის მიერ განსახიერებული როლები გამოირჩეოდა ცხოვრებისეული სიმართლით, მხატვრული სიმართლით და მხატვრული დამაჯერებლობით , მას არაერთი როლი ჰქონდა შესრულებული, დიდი კვალი დატოვა ქართული თეატრის ისტორიაში”, – აცხადებენ შეხვედრის ორგანიზატორები.
აგრეთვე შეხვედრაზე გაჟღერდა ინიციატივა, რომ ქართული თეატრის დღეს 14 იანვარს, მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის დაწესდეს გიორგი არადელი-იშხნელის პრემია და სტიპენდია.
2017 წელს ქარელში პირველად დაიდგა პიესა “არადელი” პიესის ავტორია ვასილ მამულაშვილი. მსახიობი ტრაგიკულად გარდაიცვალა 38 წლის ასაკში 1920 წელს.