მთავარია ბევრი ჩახუტება, ბევრი კოცნა, – ამბობს მაიკო გოგიძე, რომელსაც ორი შვილი ჰყავს და რომელიც საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, გვიზიარებს 3 რჩევას, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ვხედავთ, რომ ჩვენი შვილი მობილურზე, კომპიუტერზე ან პლანშეტზეა დამოკიდებული.
“მთავარი ხშირი შეხსენებაა, თუ როგორ გიყვართ და როგორ გაგიმართლათ, რომ მისი მშობელი ხართ”
გამოყავით ყოველ დღე კონკრეტული დრო, თუნდაც ნახევარი საათი და ეკონატაქტეთ შვილებს ყოველგვარი გაჯეტების და ტელეფონების გარეშე. გაუზიარეთ დღის ამბები და მოისმინეთ მათი თავგადასავლები.
ერთად შეარჩიეთ წიგნები და დაინტერესდით მათი შინაარსით. მოაყოლეთ წაკითხულის შესახებ, ჰკითხეთ აზრი, გაუზიარეთ თქვენი შეხედულებები (ოღონდ არ მოახვიოთ თავს). კითხვის დროს აჩვენეთ მაგალითი, თქვენ თქვენი საკითხავი მოიმარაგეთ. აუხსენით, როგორი საინტერესო და საჭირო პროცესია კითხვა.
ხშირად წაიყვანეთ სტუმრად თანატოლებთან. შეუთანხმდით, რომ ეს დრო მათ ტელეფონების და გაჯეტების გარეშე უნდა გაატარონ. ხშირად წაიყვანეთ სკვერში და მოედანზე სათამაშოდ.