ახალი ამბები

ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება ნიშნავს “ქართული ოცნების” დაშლას – პაპუაშვილი

„ცვლილება ევროპარლამენტის რეზოლუციაში დიდი ცვლილებების საწყისია”, – ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ცვლილებების საკითხს, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ეკატერინე პაპუაშვილი გამოეხმაურა.

“ევროკავშირის რეზოლუციაში ცვლილებების შეტანა საწყისია დიდი ცვლილებებისა. ქართველი ხალხის ნება აღსრულდება, საქართველო იქნება დიდი ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი. ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება რუსი ოლიგარქის მმართველობა ჩვენს ქვეყანაში. ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება ნიშნავს ქართული ოცნების დაშლას, ვინაიდან ეს პარტია მხოლოდ მისი ფულის გარშემოა შეკრებილი, რაც თავის მხრივ ნიშნავს საქართველოს განთავისუფლებას რუსული ხელისუფლებისგან და ჩვენი ქვეყნის ევროპულ განვითარებას”, – აცხადებს პაპუაშვილი.

როგორც ცნობილია, ევროპარლამენტარებმა დაამტკიცეს შესწორება რეზოლუციაში, სადაც ბიძინა ივანიშვილზეც არის საუბარი. შესწორების თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს და კონტროლის დონეზე, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე; რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი ღრმად შეშფოთებულია ივანიშვილის მიერ გამოვლენილი პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ; ასევე მოუწოდებს ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ „ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.