გორში, ანტონოვისა და სააკაძის ქუჩების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სამუშაოებისთვის 718 970 ლარი გაითვალისიწინა.
პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ქუჩებზე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სანიაღვრე არხები და საავტომობილო გზა.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დაასრულოს.
დატოვეთ კომენტარი