გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე ევროკავშირის რეზოლუციაში ცვლილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტი ითხოვს ინდივიდუალურ საქნციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს.
რაზმაძის თქმით, რეზოლუციის აღნიშნული ნაწილი არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა.
“ზოგადად სანქციებზე იყო საუბარი და არ არის ბიძინა ივანიშვილის სანქციებზე. ეს ყველაფერი არის ნაციონალური მოძრაობის მიერ ყურით მოთრეული თემა. დღეს, ირაკლი კობახიძემ გამოიტანა და წინ დაუდო, ვინც მაგას ამბობდა. სამართლიანობის პრინციპით თუ ვიმსჯელებთ, საქართველო არ უნდა დაზარალდეს და უნდა მოგვცენ კანდიდატის სტატუსი. თუ თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო, არ მოგვცეს ეს სტატუსი, ვფიქრობ რომ ეგეთ ევროპელებთან ურთიერთობა არც არის სასურველი. ყველა მანიპულირებულ ბრალდებაზე არის პასუხი გაცემული”, – განაცხადა დავით რაზმაძემ.
ინფორმაციისთვის, დღეს, ევროპარლამენტმა კენჭი უყარა საქართველოს შესახებ რეზოლუციაში ცვილებას, რომლის მიხედვით ბიძინა ივანიშვილისადმი სანქციების დაწესებას ითხოვდნენ. კენჭისყრაზაე ევროპარლამენტის წევრების უმრავლეობამ ცვილებას მხარი დაუჭირა.