ქარელში, თამარ მეფის ქუჩა N60-ს კორპუსის სადარბაზოების რეაბილიტაციისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 72 593 ლარია.
“სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად. სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარული დღე”, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ცნობისთვის, ტენდერი გამოცხადდა 2022 წლის 7 ივნისს და სრულდება 20 ივნისს.
დატოვეთ კომენტარი