ხაშურის მუნიციპალიტეტში არსებული 33 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სრული 12 კლასი 685-მა მოსწავლემ დაასრულა.
ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ზვიად გოგუაძე აბიტურიენტებს ურჩევს, რომ გამოცდებამდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოიყენონ.
“უპირველეს ყოვლისა ვურჩევ, რომ დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოიყენონ გამოცდებისთვის მოსამზადებლად. ახსოვდეთ, რომ გამოცდის არსი მისი დაძლევაა და ნერვიულობის ფაქტორი დაძლიონ მაქსიმალური სიმშვიდით. წარმატების შედეგზე ორიენტირებულ საგამოცდო პროცესს ვუსურვებ”, – ამბობს ზვიად გოგუაძე.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლის დაიწყება.
დატოვეთ კომენტარი