ხაშურის მუნიციპალიტეტში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებარე გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ი.გ-მ ლითონის ხრახნები მოიპარა.
“ი.გ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, უკანონოდ დაეუფლა სამშენებლო კომპანიის კუთვნილ მეორად ლითონის ხრახნებს. ჩადენილი ქმედების შედეგად, “ჩინეთის სახელმწიფო სამშენებლო-საინჟინრო კორპორაციის საქართველოს ფილიალს მიადგა 480.66 ლარის ზარალი”, – აღნიშნულია საქმის მასალებში.
არსებული ინფორმაციით, საქმე ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილმა შეისწავლა, რომელმაც ბრალდებულს გამოსაცდელ ვადად 2 წელი დაუდგინა.
დატოვეთ კომენტარი