ახალი ამბები

ხაშურის საკრებულოს წევრმა ჯილდო „საუკეთესო ლიდერი” მიიღო

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თათია ბროლაძემ საზოგადოება “ბილიკის” და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ის ერთობლივ პროექტში „შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოში“ მონაწილეობისთვის ჯილდო “საუკეთესო ლიდერი” მიიღო.

ის იმყოფებოდა პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგზე.

“მოხდა უზარმაზარი ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება. ასევე ჩვენ შევიმუშავეთ მუნიციპალიტეტების მიხედვით სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც მოხდება საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფთან და მერიის სამუშაო ჯგუფებთან, საბჭოსთან თანამშრომლობა. პირველ ეტაპზე ჩვენი გეგმების განსახორციელებლად გვჭირდება ბაზა, მონაცემები, შემდეგ კითხვარის შედგენა შშმ პირებისთვის, შესწავლა საქმიანობის, უნარ-ჩვევების და ა.შ. გადამზადების ნაწილშიც ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მნიშვნელოვანია სხვადასხვა უწყებების მხარდაჭერა სამუშაო ჯგუფში ჩართულია პროფესიული სასწავლებლის ხელმძღვანელიც. ასევე ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობა იქნება ჩვენთვის პრიორიტეტი”, – აცხადებს თათია ბროლაძე.

როგორც ცნობილია, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე იმუშავებს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.