ახალი ამბები

ქვიშხეთში გარემოს დაბინძურებისთვის მოქალაქე დაჯარიმდება 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ქვიშხეთში ნარჩენების უკანონი განთავსების ფაქტი გამოავლინა, – ამის შესახებ ინფორმაცია ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა. 

“მონიტორინგის ფარგლებში, ქვიშხეთის ტერიტორიაზე გამოვლინდა ნარჩენების უკანონო განთავსების ფაქტი. ზედამხედველობის სამსახურმა სამართალდამრღვევის მიმართ გაატარა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები: შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სასამართლოს”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

ხაშურის მერიაში განმარტავენ, რომ მსგავსი ხასიათის სამართალდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურს.(ტელ: 243029).

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.