ახალი ამბები

ტინისხიდში სეტყვამ მოსახლეობას ნათესები გაუნადგურა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში ძლიერი სეტყვის შედეგად მოსახლოებას ნათესები გაუნადგურდა. 

მერის წარმომადგენელმა ტინისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, “მოზაიკას” განუცხადა, რომ ძლიერი ნალექის შედეგად დაზიანდა გზაც.

“სულ განადგურდა ყველაფერი, ნათესები, ბოსტნეული, ბალი, ვაშლი. გზებზე დიდი რაოდენობით წყალი მოდიოდა. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები. დღესაც აქ ვართ და ნელ-ნელა ყველაფერს მოვაწესრიგებთ. რაც შეეხება ზარალს, ჯერ არ ვიცით რა რაოდეონიბისაა, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი”, – განაცხადა დავით ავაზნელმა. 

ინფორმაციისთვის, გუშინ, 7 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტში ძლიერი სეტყვა და წვიმა იყო, რის შედეგადაც დაიტბორა ქუჩები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სარდაფი. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები