ახალი ამბები

გორში ალტ-ინფოს ოფისის ფასადზე უხამსი წარწერები გააკეთეს

ალტ-ინფოს მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტია “კოსერვატიული მოძრაობის” გორის ოფისის ფასადზე უხამსი წარწერები გააკეთეს.

პარტიის წარმომადგენლებმა ეს წარწერები მალევე გაასუფთავეს.

“ახლა ვაპირებთ პოლიციაში მისვლას და განცხადების დაწერას ამ ფაქტთან დაკავშირებით”, – უთხრა “მოზაიკას” პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

ფოტო: შოთა სადაღაშვილი

ინფორმაციისთვის, გორში აღნიშნულმა პარტიამ ოფისი მიმდინარე წლის 23 თებერვალს გახსნა. მეორე დღესვე, ოფისში მისულ პარტიის წევრებს ფასადი წითელი საღებავით დაზიანებული დახვდათ.

დატოვეთ კომენტარი