გორის მუნიციპალიტეტში 8 სოფელი დაისეტყვა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელის მამუკა ლომსაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის 7 სოფელი უმნიშვნელოდ დაისეტყვა.
“ტინისხიდი, ქერე, ახრისი, მეჯვრისხევის ნაკვეთები, კვარხეთი, აძვი, ჯარიაშენი დაისეტყვა. ტინისხიდის გარდა დანარჩენ სოფლები სეტყვა შედარებით სუსტად იყო და შესაბამისად ზარალიც უმნიშვნელო იქნება”, – ამბობს ლომსაძე.
დატოვეთ კომენტარი