ახალი ამბები

ქარელის მერმა ხილის და ბოსტნეულის გაყიდვით ერთ წელში 90 000 ლარი იშოვა

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა ერთი წლის განმავლობაში 90 000 ლარი საკუთარ სასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე მოყვანილი პროდუქციის რეალიზაციიდან იშოვა.

ინფორმაცია გულიაშვილმა ქონებრივ დეკლარაციაში ასახა, რომელიც მან წელს შეავსო.

ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გულიაშვილი შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს, რომლის ჯამური თანხა 20 000 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, გულიაშვილის მეუღლემ მარიამ გულიაშვილი-იმერლიშვილმა გასულ წელს თბილისში ღია ავტოსადგომზე ადგილი 3 500 დოლარად იყიდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.