ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში მოსახლეობა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს.
მოსახლეობის თქმით, სურამში არ არის ტროტურარები, ყველგან ნაგავი ყრია და დახეთქილი მილებიდან წყალი მოედინება.
“სანამ მთლიანი ინფრასტრუქტურული გეგმით არ მოეწყობა სურამი, მანამდე არ ექნება აზრი არც სკამს და არც საქანელას,დაიზარდნენ თაობები ამ სურამში და არ ღირსებიათ თანამედროვე ფორმის არც პარკი არც სპორტის დარბაზი,არც კულტურის კერა,არც კინოთეატრი,არც საავადმყოფო,არც ავტოსადგური,არც სკოლა”, – ამბობს ლელა ლეჟავა.
ირინე ხიდირბეგაშვილი კი, ამბობს, რომ სურამში დასუფთავების სამსახური სათანადოდ არ მუშაობს.
“სურამში არ არსებობს ტროტუარები. ყველგან ნაგავი ყრია, დახეთქილი წყლის მილებიდან წყალი მოედინება ქუჩებში.არ არის სკვერები. ტყე კი, დანაგვიანებულია. ბავშვს ვერ გაიყვან” , – ამბობს ხადირბეგაშვილი.
ხაშურის მერიის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დაიწყება ყოფილი რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა, ასევე მოეწყობა რკინის წყლის მიმდებარე ტერიტორია, გაკეთდება ცენტრალური საგზაო ინფრასტრუქტურაც.