ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მორიგი სამუშაო შეხვედრა დასრულდა.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააყენეს უკანონო ბორდერიზაციის შეწყეტის საკითხი და ასევე მოითხოვეს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროდან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დასრულების შემდგ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ შეხვედრაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე კონკრეტულ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
“მთავარი განხილვის საკითხი იყო უკანონოდ დაკავებული ჩვენი თანამოქალაქეების საკითხი, რაც შეეხება კონსენსუსს, ამაზე საუბარი შეიძლება მაშინ, როცა მათ გადმოვიყვანთ ცენტრარული ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა ინტენსიური დისკუსია, ინდიკატორებზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლება, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ვცდილობთ მივაღწიოთ პროგრესს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჰუმანიტარული მიდგომის გამოყენების აუცილებლობას”, – განაცხადა ანთაძემ.
ანთიძის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს უკანონო ბორდერიზაციი საკითხიც, თუმცა საოკუპაციო რეჟიმი ბორდერიზაციის შეწწყვეტას არ დათანხმდა.
“აღნიშნულ საკითხზე ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია არის პრინციპული, ჩვენი ძირითადი მიზანი, სწორედ ეს არის, რომ შეწყდეს უკანონო ბორდერიზაცია, ამით ფაქტობრივად, ამოუწურება ყველა ის პრობლემა, რაც დღეს გვაქვს. სამწუხაროდ, ამ მახინჯი პრაქტიკის შეწყვეტაზე საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან თანხმობა ვერ მივიღეთ”, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.