ახალი ამბები

ოკუპირებულ ცხინვალში  უკანონოდ დაკავებული საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხს დააყენებს დღეს, ქართული მხარე ერგნეთში მორიგ შეხვედრაზე ოსურ მხარესთან. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფება. 

“ჩვენ კიდევ ერთხელ მკაცრად დავაყენებთ მათი გათავისუფლების საკითხს, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ჩვენი თანამოქალაქეების ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანისთვის. ამ კონტექსტში ვმუშაობთ ფორმატის ყველა მონაწილესთან. ასევე მუშაობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და იმედია ყველა უკანონოდ დაკავებული მოქალაქე დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში”, – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ. 

ინფორმაციისთვის, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მორიგი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, ქართული მხარე საოკუპაციო რეჟიმთან ყველა იმ ინციდენტის შესახებ ისაუბრებს, რაც ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზთან დაფიქსირდა, შეხვედრაზე მთავარი აქცენტი უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებაზე გაკეთდება. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.