ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მორიგი სამუშაო შეხვედრა დაიწყო.
ქართული მხარის წარმომადგნელები შეხვედრაზე ყველა იმ საკითხს დააყენებენ, რომელიც ბოლო პერიოდში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გამოიკვეთა და კიდევ ერთხელ მოითხოვენ უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას.
“დღეს განვიხილავთ წინა შეხვედრიდან, დღემდე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს. მთავარი აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე, ასევე ყურადღება დაეთმობა ე.წ. ბორდერიზაციის საკითხს, რომელიც უკანასკნელ პერიოდში ისევ აქტიურ ფაზაში გადავიდა და მოიცვა შიდა ქართლის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი”, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.