ახალი ამბები

გორის მერიამ ეპარქიას ელექტრო ენერგიისთვის სამ წელში 193 000 ლარი გადაურიცხა 

გორის მერიამ ეპარქიას ელექტრო ენერგიისთვის სამ წელში 193 000 ლარი გადაურიცხა, – ამის შესახებ ინფორმაციას “აი, ფაქტი” ავრცლებს. 

“გორის მერიამ ეკლესიების ელ.ენერგიის გადასახადისთვის 2020 წელს 54 ათასი ლარი გამოყო, 2021 წელს 94 ათასი, წელს კი მხოლოდ სამ თვეში, ამ მიზნით, 45 ათასი ლარი დაიხარჯა”, – ნათქვამია მასალაში, რომელზეც “აი, ფაქტის” – ის  გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა იმუშავა. 

ორგანიზაციის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტში არსებული ეკლესიების ელექტრო ენერგიის ხარჯი მერიამ  2020 -2022 წლებში 193 000 ლარით დააფინანსა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები