თამარ აფციაური სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე აგრძელებს მუშაობას

თამარ აფციაური შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე აგრძელებს მუშაობას. ის დღეს სამსახურში გამოცხადდა. “რაღაც საქმეზეა გასული”, – ასე უპასუხა სააგენტოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა “მოზაიკას” სატელეფონო ზარს. გავრცელებული ინფორმაციით, თამარ აფციაურს თანამდებობის დატოვება “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებმა სთხოვეს. მის ნაცვლად კი, სააგენტოს დირექტორად ბაქარ გიუნაშვილის დანიშვნა იგეგმება. დატოვეთ კომენტარი