ახალი ამბები

ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნა – მთავრობის კანონპროექტი

„ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი მთავრობამ მოიწონა. ამის შესახებ, ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

“კანონპროექტი ითვალისწინებს შიდა ქართლში, გორის და კასპის მუნიციპალიტეტში, ტანასა და თეძამის ხეობებში, 32 850 ჰექტარ ფართობზე, ტანას აღკვეთილისა -საერთო ფართობია 10 986 ჰექტარი -და ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის – საერთო ფართობია 21 864 ჰექტარი -დაარსებას”, – განმარტავს სამინისტრო.

სამინისტროსვე ცნობით,  ტანასა და თეძამის ხეობები  გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნებით, სადაც გავრცელებულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ფლორისა და ფაუნის სახეობები.

“დაცულ ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი იქნება უნიკალური ეკოსისტემების დაცვა, ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი სარგებლობა”, – ამბობენ სამინისტროში.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები