„ქართული ოცნების” ქალთა ორგანიზაციამ გორში, გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში კონფერენცია გამართა.
კონფერენციას “ქართული ოცნების” ლიდერი ქალები უძღვებოდნენ და მასში რეგიონის მუნიციპალიტეტების ქალი წევრებიც იღებდნენ მონაწილეობას.
“ქალები ჩვენი პარტიის დიდ ძალას წარმოადგენენ, ყველა არჩევნების და სხვა პოლიტიკური პროცესების დროს, ამიტომ, ქალების მონაწილეობა სათანადოდ გვინდა რომ იყოს ასახული. ამისთვის კი, შიდაპარტიული მექანიზმები, ქალების ინსტიტუციური გაძლიერება არის ინსტრუმენტი. ჩვენი გადაწყვეტილება ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებაზე გრძელვადიანი შედეგისთვის კეთდება”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისივე თქმით, ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება, რის შესახებაც გადაწყვეტილება პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო, მიზნად ისახავს ქალების გაძლიერებას პოლიტიკური საჯარო აქტივობისთვის.