ახალი ამბები

თამარ აფციაურის მხარდასაჭერად ცხოველთა უფლებადამცველები აქციას გამართავენ

შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თამარ აფციაურის გათავისუფლების შემდეგ, გორში ცხოველთა უფლებადამცველებმა აქცია დაგეგმეს.

​აქცია 5 ივნისს, 17:00 საათზე გორის ადმინისტრაციული შენობის წინ გაიმართება.

” თითქმის 10 წელია თავშესაფარს მართავს და ერთი ძაღლიც კი არ დაუძინებია. მომაკვდავი სახლში წამოუყვანია და დღემდე ჰყავს. უამრავჯერ მინატრია თბილისის თავშესაფარშიც მსგავსი დირექტორი, იმიტომ, რომ უბრალოდ ენითაღუწერელია მისი ცხოველებისადმი დამოკიდებულება”, – ამბობს ტასო ლოსაბერიძე, ცხოველთა უფლებადამცველი.

როგორც ცნობილია, თამარ აფციაური, საკრებულოს ყოფილმა წევრმა და “ქართული ოცნების” აქტივისტმა ბაქარ გიუნაშვილმა ჩაანაცვლა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.