ახალი ამბები

სად გაქრა სოსანების ველი გორში ქარის ელექტროსადგურებთან?

გორში, ქარის ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მისულ დამთვარიელებლებს წელს სოსანების ველი აღარ დახვდათ.

ერთ-ერთი ვერსიით, აღნიშნული ტერიტორია, სადაც გასულ წელს სოსანები ხარობდნენ, კერძო საკუთრებაა. 

“მიწის პატრონს შეცდომა მოუვიდა შარშან, ხორბლის მოსავალს ელოდებოდა, მაგრამ ველზე სოსანები ამოვიდა. როგორც ჩანს, თესლი შეეშალა”, – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

აღნიშნულ ტერიტორიას საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული ხალხი სტუმრობდა  ფოტოების და ვიდეოების გადასაღებად, თუმცა წელს ადგილზე მისული დამთვარიელებლები სოსანების ველს ვეღარ ნახავენ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.